გაჟონილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ორბანმა აშშ-ს მთავარი მოწინააღმდეგე უწოდა - NBC

გამოქვეყნდა:

NBC-ის ცნობით, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ს უწოდა მისი მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის მთავარი მოწინააღმდეგე პარტნიორებთან შეხვედრის დროს. მედია წერს, რომ ორბანის განცხადებების შესახებ ცნობა არსებობს პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომელიც სოციალურ ქსელებში გასულ კვირას გავრცელდა.

ორბანმა ეს კომენტარი, სავარაუდოდ, 22 თებერვალს "პოლიტიკური სტრატეგიის სესიაზე" გააკეთა, ნათქვამია გაჟონილ დოკუმენტში, ბუდაპეშტში აშშ-ს საელჩოზე დაყრდნობით.

დოკუმენტის მიხედვით, CIA-მ თქვა, რომ აშშ-ის ჩართვა ორბანის მოწინააღმდეგეების სამეულში "წარმოადგენს მის დისკურსში ანტიამერიკული რიტორიკის დონის ესკალაციას".

NBC აღნიშნავს, რომ ურთიერთობები აშშ-სა და ნატოს წევრ უნგრეთს შორის უკვე დაძაბულია ორბანის რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების გაძლიერების გამო. მედია წერს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აშშ-ს საელჩომ ბუდაპეშტში არ უპასუხეს თხოვნას კომენტარისთვის, ხოლო CIA-მ, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა უარი თქვეს კომენტარზე გაჟონილ დოკუმენტებთან დაკავშირებით. 

სტატიაში წერია, რომ ორბანის მმართველობის დროს უნგრეთმა შეანელა ფინეთის მიღება ნატოში და აგრძელებს შვედეთის შესვლის შეფერხებას. უნგრეთი ასევე არის ევროკავშირის წევრი და ლობირებდა მას თავი შეეკავებინა რუსული ნავთობის მიღების შემცირებისგან. ორბანი თავს უფრო მეტად აკავშირებს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და რესპუბლიკურ პარტიასთან, რაზეც უნგრეთის ოფიციალური პირები ღიად საუბრობდნენ ინტერვიუებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი