
სერგეი ლავროვისთვის, რომელმაც აპრილში, ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უნდა უხელმძღვანელოს, ასევე რუსეთის დელეგაციისთვის, აშშ-ს ვიზა ჯერ არ გაუცია. რუსეთის ელჩი აშშ-ში, ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონს მოუწოდებს, ლავროვის სპეციალური თვითმფრინავით სარგებლობის ნებართვა და ვიზები გასცეს.
"ჩვენ მოვუწოდებთ ვაშინგტონს, არ გადადოს ვიზების გაცემა ჩვენი დელეგაციისთვის, მათ შორის ჩვენი ჟურნალისტებისთვის“, - განაცხადა ანტონოვმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხდომამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული.
შეგახსენებთ, 1-ელი აპრილიდან რუსეთი როტაციის წესით, გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოში ხუთი მუდმივი წევრია - რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ და ჩინეთი, რომლებსაც ვეტოს უფლება აქვთ.