ნორვეგიამ რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან აძევებს

გამოქვეყნდა:

ნორვეგიამ რუსეთის საელჩოში მომუშავე დაზვერვის 15 ოფიცერი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა -  ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

"დაზვერვის 15 ოფიცერი ეწეოდა საქმიანობას, რომელიც არ შეესაბამება მათ დიპლომატიურ სტატუსს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნორვეგიაში რუსული დაზვერვის საქმიანობის დონის შესამცირებლად და ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - თქვა ანიკენ ჰუიტფელდტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ოფიცრებმა მალე უნდა დატოვონ ნორვეგია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი