ყირიმის ხიდის აფეთქების საქმის ბრალდებულებს, პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს

გამოქვეყნდა:

რუსული მედიის ინფორმაციით ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების საქმეზე, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ, ბრალდებულებს პატიმრობის ვადა 8 ივლისამდე გაუხანგრძლივა. 

საქმეზე რვა პირია დაკავებული. მათგან რუსეთის 5, უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე, გამოვლენილია ტერაქტის მომზადების 12 თანამზრახველი,  კრემლის მტკიცებით,  მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა - სანდრო ინასარიძე  და  ვინმე ლევანი.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ აფეთქება უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა დაგეგმა.

ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი, ანექსირებულ ნახევარკუნძულსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. ის გასული წლის 8 ოქტომბერს, აფეთქების შედეგად დაზიანდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარის შემდეგ, გასცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, ყირიმის ხიდი 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა აღდგეს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი