ყირიმის ხიდის აფეთქების რუსული ვერსია - კრემლი შიდა მოხმარებითვის მასშტაბურ ლეგენდას იგონებს და ტერორისტულ აქტში მონაწილეობის დაბრალებით ერთდროულად რამდენიმე ყვეყნის დისკრედიტირებას ცდილობს.
მოსკოვის ლეგენდის მიხედვით ოც ტონაზე მეტმა ტროტილმა ოთხი ქვეყნის საზღვრები ისე გადაკვეთა, რომ ვერავინ ვერაფერი აღმოაჩინა, მათ შორის ვერს რუსმა მესაზღვრეებმა.
კრემლი სწორედ რუსეთის სახელმწიფო და სპეც სამსახურების ჩავარდნაზე არ ამბობს არაფერს. უკრაინა ბრალდებებს უარყოფს. ბულგარეთმა კატეგორიულად მოითხოვა არ დაუკავშირონ მისი სახელი აფეთქებას. საქართველოსა და სომხეთში ოფიციალურად დუმილია.