"ბედი რომ არ გექნება კაცს" - ჯაფარიძე საგამოძიებოს განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ბედი რომ არ გექნება კაცს - ასე ეხმაურება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საგამოძიებო სამსახურის იმ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მისი და მისი თანაპარტიელის, ნიკა მოსიაშვილის დაკავების ადგილას, ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობა დაზიანებული იყო.

შეგახსენებთ, რომ "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის წევრი, ნიკა მოსიაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 7 მარტის ღამეს, აქციის დარბევისას დააკავეს. პოლიციამ მათი მისამართით ფიზიკური ძალა გამოიყენა. 

ჯაფარიძე და მოსიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი