პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ეროვნული გვარდიის 21 წლის წევრი დააკავეს

გამოქვეყნდა:

პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის წევრი დააკავა. განცხადება ხუთშაბათს გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა გააკეთა.

დაკავებული ჯეკ ტეიშეირი 21 წლისაა. გარლანდის თქმით, ტეიშერი მასაჩუსეტში ინციდენტის გარეშე დააკავეს და ის ფედერალურ სასამართლოში წარსდგება.

"ეს გამოძიება გრძელდება. დამატებით ინფორმაციას შესაბამის დროს გავაზიარებთ", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

აშშ-ის პროკურატურის ცნობით, დაკავებულის პირველი სასამართო პარასკევს გაიმართება.

აშშ-ის მრავალმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ტეიშეირი არის ჯგუფის ლიდერი, სადაც გასაიდუმლოებული დოკუმენტები იყო განთავსებული.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გაჟონა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებმა, რომლებიც მოიცავს დეტალურ სადაზვერვო შეფასებებს მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების შესახებ, მათ შორის უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და კიევისა და მოსკოვის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი