მოგვმართონ თუ რაიმე სახით შეგვიძლია დახმარება, ჩვენ გვსურს დახმარება - ფიშერი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას, რომ არის ცნობები მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ და ისინი შემაშფოთებელია. ის არის ადამიანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირი და იმყოფება სახელმწიფოს პატიმრობაში. მაგრამ ის ასევე ყოფილი პრეზიდენტია და ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ყოველთვის ახსოვდეს თავისი პასუხისმგებლობა, გაუწიოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება პატიმრობაში მყოფ პირს. ეს ადამიანის უფლებაა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იმყოფება პატიმრობაში, აქვს ეს უფლება და მთავრობის პასუხისმგებლობა ამის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ მოგვმართონ თუ რაიმე სახით შეგვიძლია დახმარება. ჩვენ გვსურს დახმარება. ასე ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით". 

ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი