
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩინ განგის განცხადებით, ჩინეთი უკრაინის კონფლიქტში მონაწილე არცერთ მხარეს არ მიაწვდის იარაღს. როგორც მან პეკინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩინეთი კვლავ ინარჩუნებს პოზიციას, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
მინისტრი ამბობს, რომ ყველა მხარე "ობიექტური და მშვიდი" უნდა დარჩეს.
"სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტთან დაკავშირებით, ჩინეთი წინდახედულ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას იჩენს... ჩინეთი არ მიაწვდის იარაღს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს და ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტს კონტროლს გაუწევს კანონისა და რეგულაციების შესაბამისად," - თქვა ჩინელმა დიპლომატმა.
ანალენა ბერბოკის განცხადებით, როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრს, ჩინეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება კონფლიქტის დასრულებაში.