ბელარუსი რუსეთის ბირთვული იარაღის განსათავსებლად ობიექტებს ამზადებს - თავდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ საწვრთნელ მოედანზე ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მხოლოდ რუსულ მხარეს შეუძლია გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსში განსათავსებლად. ამის შესახებ სამთავრომო მედია BelTA იტყობინება. 

"ჩვენ მოვამზადეთ აღჭურვილობა, თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ ატომური იარაღის ტარება, მივიღეთ თანამედროვე ისკანდერის კომპლექსი, რომელსაც ასევე შეუძლია ბირთვული ქობინიანი რაკეტების გამოყენება. მომავალ კვირას რუსეთში შესაბამისი შენაერთის მომზადება დასრულდება და ის დაგვიბრუნდება... საჭირო თუ იქნება, ჩვენ გვექნება სტრატეგიული ბირთვული იარაღი. ჩვენ უკვე ვამზადებთ ობიექტებს. მტრული რიტორიკა თუ გაგრძელდება, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ძალას მხოლოდ ძალით ვუპასუხებთ. დასავლეთში სხვანაირად არ ესმით“" - თქვა ვიქტორ ხრენინმა.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 4 აპრილს თქვა, რომ ბელარუსის ჯარს გადაეცა Iskander-M ტიპის სისტემა, რომელსაც შეუძლია ტაქტიკური ბირთვული დარტყმების განხორციელება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი