საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ საპენსიო რეფორმა დაამტკიცა - გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პარასკევს დაამტკიცა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საკამათო საპენსიო რეფორმის ძირითადი ელემენტები - ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს. 

რეფორმა ითვალისწინებს სრული პენსიის ასაღებად კანონიერი ასაკის გადაწევას 62-დან 64 წლამდე, კანონმდებლობა ღრმად არაპოპულარულია საფრანგეთში და თვეების განმავლობაში მის საწინააღმდეგოდ საფრანგეთში მასობრივი პროტესტი არ წყდებოდა.

როგორც გამოცემა განმარტავს, ცხრა წევრისგან შემდგარმა საკონსტიტუციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ძირითადი დებულებების სასარგებლოდ, მათ შორის საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე ამაღლების, კანონმდებლობის კანონთან შესაბამისობაში მიჩნევით. ამასთან, უარყოფილი იქნა ექვსი შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი წინადადება. 

პარალელურად საპენსიო რეფორმის დამტკიცებას საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. საფრანგეთის დასავლეთის ქალაქ რენში მომიტინგეებმა პოლიციის განყოფილების შესასვლელს ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს, ხანძრები იყო ქალაქში სხვა ადგილებშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი