
შვედეთში ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე ქალი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შვედური მედია TV4 ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე ქალი, ის გოტენბურგის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნის თანამშრომელია და კორპორატიულ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. TV4 წერს, რომ დაკავების ოპერაცია გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩატარდა და დეტალები გასაიდუმლოებულია.
"რაც შეგვიძლია დავადასტუროთ არის ის, რომ პოლიცია მოვიდა ჩვენს ქარხანაში, გოტებურგში და აიყვანა ერთი ადამიანი ხუთშაბათს, ნაშუადღევს. აღნიშნული პირი დასაქმებულია ჩვენს ერთ-ერთ ქვეკონტრაქტორთან" - ამბობს Dani Backteg-ის მენეჯერი.
შვედური მედიის ინფორმაციით, რამდენიმე პირი დაკითხვაზეც გადაიყვანეს.