სუდანის გასამხედროებული ძალების ცნობით, პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს

გამოქვეყნდა:

სუდანის გასამხედროებულმა სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა (RSF) განაცხადეს, რომ მათ აიღეს კონტროლი პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე. 

Reuters-ის ცნობით, შეტაკებები დაიწყო ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამო. განცხადებაში, RSF-მ ასევე განაცხადა, რომ მათ აიღეს აეროპორტი ჩრდილოეთ ქალაქ მეროუში და ელ-ობეიდი დასავლეთში.

სროლის ხმა ისმოდა ხართუმის რამდენიმე რაიონში. თვითმხილველები აცხადებენ, რომ სროლა მეზობელ ქალაქებშიც იყო. 

Reuters წერს, რომ მათმა ჟურნალისტმა დაინახა ქუჩებში განლაგებული ქვემეხი და ჯავშანტექნიკა. ასევე გაიგონა მძიმე იარაღის ცეცხლის ხმა როგორც არმიის, ასევე, RSF-ის შტაბ-ბინასთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი