რის სანაცვლოდ გამოიტანეს ხელისუფლების სასარგებლო განაჩენი ამა თუ იმ საქმეზე მოსამართლეებმა? ეს კითხვა ბოლო წლებია მუდმივად აქტუალურია და ეჭვებსაც აჩენს. ერთ-ერთი ასეთი საქმე წლების წინ "რუსთავი 2-ს" უკავშირდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ხელმძღვანელობით, მაშინ ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ამ ფაქტს დროში ემთხვევა ნატა ნაზღაიძის ოჯახის სასარგებლოდ მერიაში გამოტანილი გადაწყვეტილება.
მის ძმას, რომელიც მერიამ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულად მიიჩნია და დედაქალაქის მუნიციპალიტეტი მილიონი ლარითაც დაეხმარა. ამით არ მთავრდება ეს ისტორია. ნანი სისვაძემ შეისწავლა ეს სქემა - რა კავშირშია "რუსთავი 2"-ის საქმე მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის ქონებასთან, მერიის გადაწყვეტილებასთან და ასევე რა კავშირში არიან ნაზღაიძის ძმასთან, მშენებელი კომპანიის მიერ დაზარალებულები?