ბოლო დღეებია მსოფლიო მედიის განხილვის თემა ე.წ. პენტაგონის მასალებია. ფაილები, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ ქრისტიანი გეიმერების პორტალზე ატვირთა და სნოუდენის ისტორიის გამეორება სცადა.
21 წლის ოფიცერი ამ ეტაპზე დაკავებულია, თუმცა მთელი მსოფლიო ახლა თავს იმტვრევს იმაზე, რა არის ნამდვილი ამ მასალებში და რა და რატომ არის შეცვლილი ?
მასალები უკრაინაში ომს, მხარეთა სამხედრო შესაძლებლობებს და იმ ქვეყნებს ეხება, რომლებიც ან ერთ, ან მეორე მხარეს ეხმარებიან. თითქოს ერთი შეხედვით ახალი არაფერია, თუმცა არის რამდენიმე დეტალი, რაც ნათელს ფენს აქამდე ამოუხსნელ ამბებს.