რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ოფიცერი და რუსული ლობისტური კომპანია BCG-ის ხელმძღვანელი ედუარდ ვოიტენკო კახეთში თავის ვილაში 25-28 აპრილს კონფერენციას გამართავს. "მთავარის" ინფორმაციით, ტრენინგს დაესწრებიან ლობისტები რუსეთიდან, უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან.
ვოიტენკო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იყო მან ვილა 2021 წელს შეიძინა.
"შუხმან ვაინსის" ადმინისტრაცია არ უარყოფს, რომ მისი ერთ-ერთი მფლობელი რუსი ედუარდ ვოიტენკოა. რაც შეეხება დაგეგმილ კონფერენციას, ადმინისტრაციაში "მთავარ არხს" განუცხადეს, რომ ვილა კერძოა და ისინი არ დაინტერესებულან რა კონფერენცია ტარდება იქ და ვინ იქნებიან სტუმრები.
"მთავარი არხი" თავად ვოიტენკოსაც დაუკავშირდა, თუმცა ჟურნალისტების კითხვას, მან არ უპასუხა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
ამავე თემაზე: