გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი ისევ დაარბიეს - შემთხვევა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა

გამოქვეყნდა:

უკვე მეთერთმეტედ, გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს. ჩამსხვრეულია მინები. 

შემთხვევა სავარაუდოდ, წუხელ გვიან ღამით მოხდა. 

პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ ოფისზე თავდასხმებს ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები ახორციელებენ. ამ მიზეზის გამო პარტია არ აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოს.

წინა მსგავსი შემთხვევა 13 მარტს მოხდა. ენმ-ში ამბობენ, რომ პოლიციამ რეაგირება მომხდარი დარბევებიდან მხოლოდ ორ შემთხვევაში მოახდინა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი