
"შოკისმომგვრელია... მისი დანაშაულია, რომ პუტინსა და უკრაინაში ომს შეეწინააღმდეგა", - ასე ეხმაურება ამერიკელი ფინანსისტი და მაგნისტკის სიის ავტორი, ბილ ბროუდერი რუსი ოპოზიციონერისთვის, ვლადიმერ კარა-მურზასთვის 25-წლიანი პატიმრობის მისჯას.
უახლესი ამბავი. ვლადიმერ კარა-მურზა, რუსული ოპოზიციის ლიდერი ღალატის ბრალდებით 25 წლით დააპატიმრეს. მისი ნამდვილი დანაშაული ისაა, რომ შეეწინააღმდეგა პუტინს და ომს უკრაინაში. ეს უფრო ხანგრძლივი განაჩენია, ვიდრე ის, რასაც ტერორიზმი, გაუპატიურება და სხეულის სერიოზული დაზიანება ითვალისწინებს. შოკისმომგვრელია, - წერს ბროუდერი.
შეგახსენებთ, პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი 2022 წლის 11 აპრილს დაიჭირეს.
უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ ის „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს და ბრალად დასდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
კარა-მურზა ბრიტანეთის და რუსეთის მოქალაქეა. ის იყო ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის უახლოესი თანაშემწე, რომელიც 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
იხილეთ ასევე: