
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ორშაბათს, სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსენს მებრძოლებმა, რომლებიც "სწრაფი მხარდაჭერის ძალებთან" (RSF) არიან კავშირში. ბლინკენის განცხადებით, ყველა უსაფრთხოდაა.
ბლინკენმა ინცდენტი აღწერა, როგორც "უგუნური" და "უპასუხისმგებლო". მისი თქმით, ესაუბრა RSF-ის ლიდერსა და სუდანის არმიის ხელმძღვანელს და გააცნო მათ პაოზიცია, რომ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა ამერიკელ დიპლომატებს, მიუღებელია.
სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის შეტაკებები გრძელდება. დაღუპულია სულ მცირე 185 ადამიანი, დაშავებულია 1 800-ზე მეტი.