აშშ თურქეთს 259 მლნ დოლარის ღირებულების F-16-ის აღჭურვილობას მიჰყიდის - Reuters

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები თურქეთისთვის F-16-ის გამანადგურებლების მოდერნიზებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიყიდვას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მედია წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ კონგრესს უკვე აცნობა. 

Reuters-ის ინფორმაციით, კონგრესის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები ამაზე არაფორმალურად უკვე შეთანხმდნენ.

თუმცა, უფრო დიდ შეთანხმებაზე, თურქეთის მოთხოვნაზე, შეიძინოს დამატებითი F-16-ები, პროგრესი მიღწეული კიდევ არაა. წინადადებას კონგრესში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთსა და აშშ-ის შორის შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც თურქეთმა მხარი დაუჭირა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას, ასევე შემსუბუქდა დაძაბულობა მეზობელ საბერძნეთთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი