იტალიაში, ზღვიდან თითქმის $440 მილიონის ღირებულების, 2 ტონამდე კოკაინი ამოიღეს

გამოქვეყნდა:

იტალიაში, კუნძულ სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ხმელთაშუა ზღვაში მოტივტივე $440 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი იპოვეს.

CNN-ის ცნობით, ნაპოვნი კოკაინის წონა 2 ტონამდეა და იგი იტალიის პოლიციამ რუტინული საპატრულო ფრენისას შენიშნა.

პოლიციის ცნობით, ნარკოტიკები საგულდაგულოდ იყო დალუქული 70 წყალგამძლე შეფუთვაში, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულები და მოიცავდა სასიგნალო განათების მოწყობილობასაც. პოლიცია ვარაუდობს, რომ კოკაინის შეფუთვები გადამზიდმა გემმა სპეციალურად დატოვა წყალში, რათა იგი ნარკო-ტრეფიკერებს ამოეღოთ და ნაპირზე გაეტანათ. 

მათივე თქმით, ზღვაში ოპერაცია გრძელდება დამატებით მცურავი ნარკოტიკების პაკეტების აღმოსაჩენად.

CNN აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალში ახალ ზელანდიაშიც მოხდა, სადაც ადგილობრივმა პოლიციელებმა ოკეანიდან 3 ტონამდე მოცულობის კოკაინი ამოიღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი