მზად ვარ ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებას მივაწოდო ინფორმაცია მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოში ქოლ-ცენტრების მფარველობაში - კეზერაშვილი

გამოქვეყნდა:

მზად ვარ ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში - ნათქვამია დავით კეზერაშვილის განცხადებაში, მის მიმართ ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის ბრალდებებსა და bbc-ის საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით. 

გავრცელებულ განცხადებაში, კეზერაშვილი წერს, რომ ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ სასამართლოს გზით დაამტკიცოს ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა:

 "...ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს. საზოგადოებას ყველა ეტაპზე ეცნობება სამართლებრივი პროცედურების დეტალები. ასევე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში. აქვე, ჩემთვის განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიციაა გასაკვირი, ვინც უკვე დიდი ხანია, ზუსტად იცის ამ თაღლითური სქემის მუშაობაზე, მასში მეზობლების, ნათესავების ან შვილების ჩართულობაზე. გასაოცარია, რომ ეს ხალხი ახლა მორალს კითხულობს და მე მამუნათებს." ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ კეზერაშვილი „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე უარს ამბობს და არსებული წილის ნახევარს, ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს, ხოლო ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ, კოლექტივს გადასცემს დარჩენილ წილსაც: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი