გვინდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დავიწყოთ შემოდგომაზე - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს.

მისივე თქმით, გეგმაზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და უფრო ზუსტ ინფორმაციას, თუ როდის დაიწყება პორტის მშენებლობა, მალე გაავრცელებენ.

“განახლებული ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, ძალიან მალე ჩვენ უკვე გამოვიტანთ უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ კონკრეტულად პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობას. ჩვენ გვინდა, რომ დავიწყოთ შემოდგომაზე. ასევე, ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია, ამის თაობაზეც მოგახსენებთ ძალიან მალე. ეს არის მრავალ ასეულ მილიონიანი ინვესტიცია და რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტებს, აქაც სერიოზული წინსვლა გვაქვს და ძალიან მალე წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის გეგმების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი უკვე დიდი ხანია საუბრობს. მიმდინარე წლის 20 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა წელს დაიწყებოდა და მის განსახორციელებლად მთავრობა ინვესტორის შემოსვლას არ დაელოდებოდა. ამავე დღეს პორტის შესახებ ეკონომიკის სამინისტრომაც დაწერა, რომელმაც ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი