ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, სულ მცირე 270 ადამიანი დაიღუპა და 2 600-ზე მეტი დაიჭრა სუდანში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ დღეში. 

დედაქალაქ ხარუმში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანების სახლებში. 

ბრძოლები ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" (RSF) შორის მეოთხე დღეა მიმდინარეობს ხარტუმში, როგორც არმიის სარდლობისა და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ასევე RSF-ის ორ ბაზასთან ახლოს დედაქალაქის ჩრდილოეთით და დასავლეთით.

სამშაბათს დაირღვა ზავის მიღწევის მცდელობა, როდესაც შეტაკებები ხელახლა დაიწყო რამდენიმე საათის შემდეგ შეთანხმებიდან, რომლის მიხედვითაც 24 საათის განმავლობაში ცეცხლი აღარ გაიხსნებოდა. 

WHO დოკუმენტის მიხედვით, შეიარაღებული პირები სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალებს და იპარავდნენ ნივთებს, მათ შორის მანქანებს.

"ხარტუმში შეიარაღებული ფორმიანი პერსონალი, გავრცელებული ინფორმაციით, RSF-დან, შედიან ემიგრანტების რეზიდენციებში, ჰყოფენ/აშორებენ კაცებსა და ქალებს და მიჰყავთ ისინი", - ნათქვამია ანგარიშში.

დაფიქსირდა გაუპატიურების შემთხვევა. RSF-მ უარყო ეს ინფორმაცია და CNN-ს განუცხადა, რომ არასოდეს შეურაცხყოფს გაეროს თანამშრომლებს და პატივს სცემენ საერთაშორისო სამართალს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი