სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს - სენატორი რიში

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს, - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას, შეერთებული შტატების სენატის საგარე საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში.

"ამერიკის ხმის" შეკითხვის პასუხად, თუ როგორ აფასებს ის ამ ნაბიჯს, სენატორი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული, დღეს ბატონი გორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა, არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლობასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის დეპოლარიზაციის ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა. მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე, - ამბობს სენატორი.

დღესვე, ანალოგიური წინადადებით, რომ რურუა გაათავისუფლოს, სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამაც მიმართა

გიორგი რურუას დღეს, 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ გიორგი რურუამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "სიმართლე ყოველთვის იპოვნის გზას". 

დაცვის მხარე აღნიშნულ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდ. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი