ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა, გიორგი რურუასთვის გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა და 
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს,  თავისი უფლებამოსილების გამოიყენებისაკენ მოუწოდა რურუასთან მიმართებაში, ისე როგოც, ეს სხვა პირების მიმართ, 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში მოხდა.

"საქართველოს მეგობრები მიიჩნევენ, რომ ჯერ დაკავება და ახლა უკვე მედია მფლობელ გიორგი რურუასთვის გამოტანილი სასჯელი  - პოლიტიკურია. მე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, როგორც ეს სხვა პირების მიმართ მოხდა, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყვნენ. ეს ქმედება მოახლოებული არჩევნებისთვის კლიმატს გააუმჯობესებდა" - წერს Twitter-ზე ანნა ფოტიგა. 

შეგახსენებთ, გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა დღეს, 30 ივლისს მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოიტანა. 

აღსანისნავია, რომ გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი