რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი საქართველოში არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

რუსი პუბლიცისტი, ალექსანდრ არხანგელსკი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან პოსტი Facebook-ზე გამოქვეყნა და დაწერა, რომ "დაწვრილებით დაკითხეს აფხაზეთის შესახებ, იყო თუ არა, რა თქვა, რა არ თქვა". ამის შემდეგ არხანგელსკი ამბობს, რომ უარი უთხრეს საქართველოში შემოშვებაზე და უთხრეს, რომ იმავე თვითმფრინავით უკან გააბრუნებდნენ. 

მისი განცხადებით, მიზეზები არ განუმარტავთ. ის წერს, რომ ბოლოს სოხუმში 1988 წელს იყო. ინფრომაცია თავდაპირველად "ეხომ" გაავრცელა. ირკვევა, რომ რუსი პუბლიცისტი თბილისში ფილმ "შიმშილის" ჩვენებაზე დასწრებას აპირებდა, რომლის ერთ-ერთი თანაავტორია. მისი თქმით, "შეხვედრები" გაიმართება და მონაწილეობას დისტანციურად მიიღებს. ფილმი ეძღვნება 1930-იანი წლების ჰოლოდომორს უკრაინაში.

"რადიო თავისუფლება" წერს, რომ ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა აღმოაჩინა არხანგელსკის სტატია განცხადებებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე, რომელიც დაიწერა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე.

ლევშიცის თქმით, ეს განცხადებები შეიძლება გახდეს საქართველოში შესვლაზე უარის თქმის მიზეზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი