თელავში, 26 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს მოსამართლემ 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

თელავის რაიონულმა სასამართლომ 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის  მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვერდიქტი მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროცესზე დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, სახელმწიფო ბრალდებამ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვა დაკავებულის დამნაშავედ ცნობა,რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

საქმე ეხება თელავში ალაზნის გამზირზე გასული წლის  ოქტომბერში მომხდარ მკვლელობას. 26 წლის ქალი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კაცმა შვილის თანდასწრებით ნაქირავებ ბინაში მოკლა.
გამოძიება 11, 109- ე მუხლით მიმდინარეობდა რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე თორნიკე გამხვეტელაშვილი ცოლზე ძალადობისათვის დააკავეს და ის ქალის მოთხოვნითვე გირაოთი გაუშვეს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი