საჯარო სოლიდარობა კორუფციაში მხილებულ მოსამართლეებს და პროცედურული ომი პოლიტიკურ ოპონენტებთან. უკვე მეორე დღეა, მმართველი უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივას ყველა შესაძლო გზით ბლოკავს. მოსამართლეების გადაცდომებისა და სასამართლო კლანის კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო ხმების მობილიზების მიუხედავად, საკითხი კენჭისყრაზე ვერც დღეს დადგა.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანის მთავარი ამოცანა ახლა შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეების სრული რეპუტაციული კრახისგან გადარჩენაა, რასაც, შესაძლოა, კლანის შიგნით შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს.
მმართველი გუნდი ცდილობს, საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმის მცდელობად შეფუთოს და არც კი მალავს, რომ მზად არის, გამოიყენოს ყველა საპარლამენტო მექანიზმი იმისათვის, რომ მოსამართლეების შესაძლო კორუფციული საქმინობა ზედაპირზე არ აღმოჩნდეს.