საქართველოს მეტი რეკომენდაცია შეიძლება შესთავაზონ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად - იოზვიაკი

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოქტომბერში, ევროკომისია გამოვა რეკომენდაციით, რომ სამივე ქვეყანა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, შემდეგ ეტაპზე გადაიყვანონ გაწევრიანების თავ-თავიანთ გზაზე. 

მისი თქმით, უკრაინისა და მოლდოვისთვის ეს ნიშნავს მწვანე შუქის მიღებას გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოსთვის კი ეს იქნებოდა პოტენციური კანდიდატის სტატუსის შეცვლა კანდიდატი ქვეყნის სტატუსით.

იოზვიაკი წერს, რომ საქართველოს შესაძლოა მისცენ დამატებითი რეკომენდაციები შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

"საქართველოს, შესაძლოა მისცენ დამატებითი რეკომენდაციები, რომ შემდგომ ეტაპზე გადავიდეს. არ არის გამორიცხული, რომ ევროკომისიამ ერთგვარი „შუალედური“ შეფასება გააკეთოს, მაშინ, როცა, კიევისა და კიშინიოვის შემთხვევაში, შესაძლოა  გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ზოგიერთი საზრუნავი, განსაკუთრებით სასამართლო საკითხები, შეიძლება მოგვარდეს შემდგომ მოლაპარაკებებში, რომლებიც, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში გაგრძელდება. ბევრმა შეიძლება დასვას კითხვა, რატომ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით, რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებული მოვლენებისა და საპროტესტო აქციების შემდეგ, რამაც გააღიზიანა ბრიუსელი. ბრიუსელში ისევ ფიქრობენ, რომ თბილისი უკრაინასა და მოლდოვას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება და იქვე უნდა დარჩეს, მაგრამ კანდიდატის სტატუსის შეთავაზება მაინც გონივრულია, იმის გათვალისწინებით, რომ სტატუსი ბოსნია და ჰერცეგოვინამაც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოთხოვნა არ შეუსრულებია", - წერს იოზვიაკი. 

იოზვიაკი წერს, რომ ტრიო, თბილისი, კიევი და კიშინიოვი საუბრობს, რომ ევროკომისიის მიერ გასულ ზაფხულს გაცემული რეკომენდაციები რაც შეიძლება მალე შესრულდება, თუმცა ბრიუსელში არსებობს შეშფოთება, რომ წელს ყველაფერი ვერ მოხერხდება. 

მისი თქმით, უკრაინის შემთხვევაში, ეს განსაკუთრებით ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმებს და ანტიოლიგარქული და მედიასთან დაკავშირებული კანონების განხორციელებას, მოლდოვას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფაში.

მიუხედავად ამისა, იოზვიაკი ამბობს, რომ ბრიუსელის პოზიციაა, რომ საჭიროა "პოლიტიკური განცხადების" გაკეთება და ტრიოს გაძლიერება რუსეთის მხრიდან მუდმივი პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ომზე, უკრაინის შემთხვევაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი