
"ერთ მიზანს ვხედავთ, რომ შემდგომში ჩვენი, ჩემი კოლეგებისა და იმ მოსამართლეების განდევნა მოხდეს სისტემიდან, რომლებიც უზრუნველყოფთ და ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს სასამართლო ხელისუფლების ნაწილში" - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სანქცირებულმა მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა "პირველ არხთან" თქვა.
მისივე თქმით, მათ "წინააღმდეგ წარმოებული ეს კამპანია არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ორკესტრირებული, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ხდება უმძიმესი დანაშაულის, კორუფციის დაბრალება"
"ამ ყველაფრის მიზანია, რომ მოხდეს ცალკეული მოსამართლეებისა და სასამართლო კორპუსის დისკრედიტაცია. მოხდეს სასამართლო სისტემის პარალიზება, რომ შემდგომში ადვილი იყოს ისეთი პროცესის განხორციელება, რომელიც ალბანეთში ან უკრაინაში განხორციელდა. ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული ეს კამპანია არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ორკესტრირებული, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ხდება უმძიმესი დანაშაულის, კორუფციის დაბრალება. ერთ მიზანს ვხედავთ, რომ შემდგომში ჩვენი, ჩემი კოლეგებისა და იმ მოსამართლეების განდევნა მოხდეს სისტემიდან, რომლებიც უზრუნველყოფთ და ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს სასამართლო ხელისუფლების ნაწილში" - თქვა გვრიტიშვილმა.