"პოლიტიკურ სარჩულს ვერ ვხედავ" - ცქიტიშვილი გიორგი რურუას განაჩენზე

გამოქვეყნდა:

ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე პრემიერი მაია ცქიტიშვილი „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას განაჩენში პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს. ცქიტიშვილი ამბობს, რომ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები მათი აზრია.

მისივე თქმით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა გამართულად მუშაობს.

"სასამართლომ მიიღო განაჩენი, მას აქვს მისჯილი შესაბამისი ვადა სასამართლოს მიერ. არავითარ პოლიტიკურ სარჩულს ამაში მე ვერ ვხედავ და სრულიად გამოვრიცხავ რაიმე სახის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებას. ცალკეული პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის მათი აზრი“ - ამბობს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები. დასავლელი პარტნიორები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

გარდა ამისა, დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა ოცმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ. განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა, რაც 8 მარტის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი