გიორგი რურუას ციხეში დატოვება წინასაარჩევნო მდგომარეობა გააუარესებს - ოპოზიციის შეფასება

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის შეფასებით, "მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელის, გიორგი რურუას განაჩენი არა მარტო ქვეყანაში არსებულ მართლმსაჯულებას, არამედ წინასაარჩევნო გარემოს აზიანებს. მათი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეები რურუას პოლიტიკურ პატიმრად აღიქვამენ.

ეროპარლამენტარების და ჯიმ რიშის განცხადება მიუთითებს იმას, რომ საქართველოს მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები გიორგი რურუას აღიქვამენ პოლიტპატიმრად. და ყველაზე მნიშვნელოვანი, მიიჩნევენ, რომ ეს არის არა მარტო რვა მარტის შეთანხმების დარღვავა, არამედ ეს გააუარესებს საქართველოში წინასაარჩევნო მდგომარეობას, - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სისტემის მსგავსი გამოყენება, წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკუ კლიმატს აზიანებს. მისი თქმით, გამოსავლი დღეს პრეზიდენტის მხრიდან რურუას შეწყალება იქნებოდა.

პომპეოს განცხადება, რომელზეც ახლაც იყო საუბარი კუბილიუსის განცხადებაში, პომპეოს განცხადება უნდა იყოს ძალიან სერიოზული სიგნალი სახელმწიფოსთვის. პომპეო პირდაპირ საუბრობს, რომ სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური მიზნით არ შეიძლება, - თქვა ელენე ხოშტარიამ.

ლეიბორისუტლი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო საზოგადოება "გადაეგდო", დაერღვა თამაშის წესები, რითიც ის დიდ პირად სანქციებს მიიღებს.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები. დასავლელი პარტნიორები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებენ. გიორგი რურუასთან დაკავშირებით დღეს 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მისი გათავისუფლება, ასევე პოლიტიკურად მოტივრებული საქმეების დაუშვებლობა 8 მარტი შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი