"გადადგეს კლანი" - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია იმართება

გამოქვეყნდა:

"გადაგეს სანქცირებული სასამართლო კლანი" - ამ მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ლიდერები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. 

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთავარი ვალდებულებაა, რომ გადააყენოს სანქცირებული მოსამართლეები.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის პარტნიორები არ მოითმენენ საქართველოს რუსულ გუბერნიად ქცევას და კორუმპირებულ, ოლიგარქიულ რეჟიმად დატოვებას.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები პოლიტიზებულია, შესაბამისად მათ მიერ გასამართლებული ადამიანები, მათ შორის, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ლაზარე გრიგორიადისი, პოლიტპატიმრები არიან. 

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები, იგივე მოთხოვნით, მომავალშიც გაიმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი