"ქართული ოცნება" სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან წამოსულ გზავნილებს უგულვებელყოფს და კონგრესმენებს ლობისტებად მოიხსენიებს.
აშშ-ს ელჩის განცხდებაში, რომელიც კელი დეგნანმა გიორგი რურუას განაჩენზე გააკეთა, კიდევ ერთხელ შეახსენა ხელისუფლებას კონგრესმენების განცხადებების მნიშვნელობა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ აშშ-დან წამსული განცხადებები, სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარი გიორგი გახარიასთან იმის დასტურია, რომ მიუხედავად სხვა პრობლემებისა, მიუხედავად პანდემიისა, აშშ საქართველოში, 2020 წლის არჩევნებს და წინასაარჩევნო გარემოს დიდი ყურადღებით დააკვირდება:
"ქალბატონმა ელჩმა ძალიან კარგად იცის რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას, კონგრესის როლი არის ძალიანა მნიშვნელოვანი" - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"აშშ -ს ელჩის განცხადება, კონგრესმენების წერილები და რიშის განცხადება გვაძლევს საფუძველს, რომ ვივარაუდოთ, რომ ამ არჩევნებზე ამერიკის ყურადღება იქნება ძალიან მაღალი" - ამბობს სერგი კაპანაძე
არ აქვთ კარგი სვლა და ცუდ სვლებში ირჩევენ უარესს - ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ ერთი ლოდერი დავით ბერძენიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებებს ამერიკელი კონგრესმენების გზავნილებზე.
"შეშინებული, კუთხეში მიმწყვდეული, აწრუწუნებული გაბღუზული პასუხები...როგორ ვერ ამოიკითხა ჯანდაცვის მინისტრმა, კი ამოიკითხა მაგრამ ამ სიტყვების გამეორების იმდენად ეშინია, ურჩევნია უსუსურად მიიჩნიოს მთელმა საქართველომ, ვიდრე ივანიშვილმა მისგან გაიგონოს სიტყვა - რუსი ოლიგარქი" ამბობს ბერძენიშვილი.
რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი - ამ სიტყვებით არის მოხსენიებული "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ექვსი გავლენიანი კონგრესმენის წერილში, რომელიც მათ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მისწერეს.
წერილის შეფასებისას "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ წერილის ავტორები ლობისტი კონგრესმენები არიან, რომლებსაც პირადი დაინტერესება აქვთ. ჯანდაცვის მინისტრმა კი ტექსტში საერთოდ ვერ ამოიკითხა ფრაზა - "რუსი ოლიგარქი" .
სწორედ ამის შემდეგ ისაუბრა და განმარტა კონგრესმენების წერილისა და ზოგადად კონგრესის მნიშვნელობა აშშ- ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა
"ნებისმიერი მესიჯი, და განცხადება, რომელსაც კონგრესმენები აგზავნიან, უნდა მიექცეს ყურადღება და აღქმული იყოს სერიოზულად"- ამბობს დიპლომატი