მზად ვარ, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მზადაა მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს თავდებში დაუდგეს. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, არ არსებობს ლაზარეს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი:

"არანაირი სამართლებრივი საფუძველი, 21 წლის  ლაზარეს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არ არსებობს! მოწმეებზე, ანუ "რობოკოპებზე" , განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე, 21 წლის ლაზარე ზემოქმედებას,ზეწოლას ვერ განახორციელებს. მისი მიმალვაც გამორიცხულია, მითუმეტეს უმარტივესია, რომ აკონტროლონ მისი ქვეყნიდან გასვლის საკითხი და ასევე, აბსოლუტურად შესაძლებელია, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სამაჯურით მოხდეს მისი გათავისუფლება. 
შემდეგ სასამართლო სხდომაზე, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის პირობებში, მზად ვარ, მე ლევან ხაბეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს ..." ნათქვამია ხაბეიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა და აქციებზე დაკავებულმა კიდევ ერთმა ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა და "თავისუფლების ინსტიტუტმა" წარადგინეს პეტიცია, რომლითაც ითხოვენ აქტივისტების საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი