"კონგრესი საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "Foreign Policy" და საქართველოში პოლიტპატიმრების შესახებ წერს. მასალა 21 აპრილს გამოქვეყნდა და მისი ავტორი ჯეკ დეტჩია.
სტატია იწყება იმ ფაქტის აღნიშვნით, რომ შეერთებული შტატების მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს შეწყვიტოს პროევროპელი ფიგურების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ეს ხდება სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, რაც მთავრობამ დაარბია უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები წყლის ჭავლითა და ხელკეტებით.
მასალაში ვკითხულობთ, რომ ორპარტიული ჰელსინკის კომისია, რომელიც შეიქმნა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე ცივი ომის დროს, მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი შეწყალების უფლება ევროპული ინტეგრაციის მომხრე პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად.
ავტორი წერს, რომ ზურაბიშვილისთვის ხუთშაბათს გაგზავნილ წერილში კომისიის ლიდერები - კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი, ასევე სენატორები ბენ კარდინი და როჯერ ვიკერი, ერთად მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, ოპოზიციური სატელევიზიო არხის მფლობელი, რომელიც დააპატიმრეს 2022 წლის მაისში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვის ბრალდებით, რომელიც ამერიკელი კანონმდებლების აზრით, გაყალბებული იყო.
„როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მისი დემოკრატიის დაცვის ხმამაღალი მხარდამჭერი, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი დახმარება ერთი შეხედვით პოლიტიკურად მოტივირებული დევნის აღმოფხვრაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ გზაზე“, წერენ ამერიკელი კანონმდებლები ზურაბიშვილს, ყოფილი ფრანგი დიპლომატი, რომელიც ქართველი დევნილების ოჯახიდანაა და ქვეყნის პოლიტიკაში 2 000-იან წლებში მოვიდა [ასე მოიხსენიებს სტატიის ავტორი ზურაბიშვილს]
ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს უთანხმოება აქვს საქართველოს მთავრობის დიდ ნაწილთან, რომელიც ბოლო დროს მოსკოვისკენ გადაიხარა.ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებდა საქართველოს პრორუსული მმართველი პარტიის კანონს, რომელიც არჩევნების დამკვირვებლებს, კორუფციის მეთვალყურეებს და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც უცხოური დაფინანსების გარკვეულ ოდენობას იღებდნენ, „უცხოურ აგენტებად" მიიჩნევდა. გამოცემა "Foreign Policy" ღიად წერს, რომ ეს კანონპროექტი იყო რუსული კანონის თითქმის ანალოგი, რომელმაც დახურა ათობით დამოუკიდებელი მედია საშუალება და გააძლიერა კრემლის ცენზურა ოპოზიციის ხმებზე.
„თქვენი პრეზიდენტობის განმავლობაში, თქვენ იყავით გამოკვეთილი და პრინციპული ლიდერი ქართული დემოკრატიის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნის ციკლის გაწყვეტა, როგორიცაა ბატონი გვარამიას გათავისუფლების უზრუნველყოფა, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი და უსამართლობის გამოსწორებაა, არამედ კრიტიკული ნაბიჯია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის უზრუნველსაყოფად, რაც ქართველებმა ნამდვილად დაიმსახურეს“.",- ნათქვამია წერილში.
სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია არ არის ერთადერთი გახმაურებული პატიმარი. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პროდასავლელი ფიგურა, რომელიც ქვეყანას ხელმძღვანელობდა 2008 წლის რუსეთთან ომის დროს, რამაც გამოიწვია ორი კრემლისადმი ლოიალური რეგიონის გამოყოფა თბილისის მმართველობიდან, პატიმრობაში იმყოფება, საიდანაც პერიოდულად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილმა გამორიცხა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, მას იგივე არ გაუკეთებია გვარამიას შემთხვევაში, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ყოფილ პრეზიდენტთან. Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს იმის, რომ ისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ აშშ-ს მოწოდება პირველი და ერთადერთი არ არის. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებად, გაათავისუფლოს სააკაშვილი, ასევე ხმამაღლა გამოხატავს შეშფოთებას დასავლური და დემოკრატიული ღირებულებებიდან საქართველოს მთავრობის მოულოდნელი გადახვევის გამო.
გამოცემის თანახმად, აშშ-ს მოთხოვნა გაჟღერდა იმ მზარდი ნიშნების ფონზე, როცა აშკარაა, რომ ქართველი ხალხი სულ უფრო მეტად უჭერს მხარს ევროპასთან ინტეგრაციას, მიუხედავად პრორუსული მთავრობისა პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, რომელიც ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა დააარსა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC საქართველოს მიერ 2022 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 75 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 69 პროცენტი მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას, რომლის დაპირება პირველად თბილისმა მიიღო 2008 წელს რუსეთთან აგვისტოს ომის წინ.
სტატიის ბოლოს კი ვკითხულობთ, რომ გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი შესთავაზა, მაგრამ საქართველოს ასეთი პატივი წილად არ ხვდა, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო.