"ბერლინის მტრული ქმედებების" პასუხად, რუსეთი გერმანელ დიპლომატებს აძევებს - საგარეოს განცხადება

გამოქვეყნდა:

მოსკოვმა ბერლინიდან დიპლომატების გაძევებაზე შურისძიება გადაწყვიტა - ამის შესახებ რუსული მედია  РИА Новости წერს და აღნიშნავს, რომ მოსკოვმა ბერლინის ქმედებების საპასუხოდ გერმანელი დიპლომატების გაძევება გადაწყვიტა.

"გერმანიაში რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მორიგი მასობრივი გაძევებისა და რუსეთის საპასუხო ზომების შესახებ" - ამ სათაურით აქვეყნებს განცხადებას რუსეთის საგარეო უწყება. 

"გერმანიის ხელისუფლებამ გერმანიაში რუსული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მორიგი მასობრივი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბერლინის ამ ქმედებებს...

ბერლინის მტრულ ქმედებებზე საპასუხოდ, რუსულმა მხარემ გადაწყვიტა გერმანელი დიპლომატების რუსეთიდან გაძევება, ასევე მნიშვნელოვნად შეიზღუდა ჩვენს ქვეყანაში გერმანიის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მაქსიმალური რაოდენობა",- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსული მხარის ცნობით, დიპლომატთა გაძევების შესახებ ინფორმაცია რუსეთში გერმანიის ელჩს უკვე ეცნობა, თუმცა განცხადებაში არ არის დაზუსტებული დიპლომატიური კორპუსის რამდენ წარმომადგენელს აძევებს რუსეთი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი