საქართველოს მეგობრები ცდილობენ ივანიშვილმა ქვეყანა უფრო მეტ შარში არ გახვიოს - ბოკერია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ის, თუ საით მიჰყავს ივანიშვილს ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად ამისა, ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილი ამ წნეხს თავს ბოლომდე ვერ არიდებს, რისი მაგალითიც პორპორციული საარჩევნო სისტემის მიღებაცაა.

მაინც ვირეშმაკობს და ეს ვირეშმაკობა არის სახიფათო და საზიანო ქვეყნისთვის. ამიტომ ბუნებრივია, ყველა საქართველოს მეგობრის ამოცანაა ამ ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტ შარში არ გახვიოს ივანიშვილმა, ამას ემსახურება ეს გზავნილები, - თქვა გიგა ბოკერიამ.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები. დასავლელი პარტნიორები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებენ. გიორგი რურუასთან დაკავშირებით დღეს 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მისი გათავისუფლება, ასევე პოლიტიკურად მოტივრებული საქმეების დაუშვებლობა 8 მარტი შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი