თეთრი სახლი: აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომელი სუდანიდან ევაკუირებულია

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სამხედროებმა სუდანის დედაქალაქ ხართუმიდან ამერიკელი მთავრობის ყველა თანამშრომლის ევაკუაცია შეძლეს - განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ ვაშინგტონი აჩერებს საელჩოს საქმიანობას, რადგან ბრძოლა სუდანის დაპირისპირებულ მხარეებს შორის გრძელდება.

"ამ ტრაგიკულმა ძალადობა სუდანში უკვე ასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ეს ყოველივე უგუნურობაა და უნდა შეწყდეს", - თქვა ბაიდენმა განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკის ყველა თანამშრომელი და უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული და რომ აშშ გააგრძელებს სუდანში ამერიკელების დახმარებას საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადებს, რომ სუდანიდან ევაკუირებულია აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელი და სხვა ქვეყნებიდან დიპლომატიური პერსონალის მცირე ნაწილი, ჯამში 100-მდე ადამიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი