უკვე ერთი კვირაა, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ვერ ხერხდება. 50-მდე პირი ისევ სამხედრო კონფლიქტის ზონაში რჩება. საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-მ და საფრანგეთმა დიპლომატიური უწყების თანამშრომლები ცხელი წერტილიდან გუშინ გაიყვანა.
ქართული ავიაკომპანიების წარმომადგენელებნი "მთავარ არხთან" ამბობენ, რომ სუდანში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ჯერჯერობით საკვებისა და წყლის მარაგი აქვთ.
ბოლო 24 საათი სუდანის დედაქალაქისთვის შედარებით მშვიდი იყო, ხართუმში თითქმის არ ისმოდა აფეთქებებისა და სროლის ხმა. სუდანში მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო. ორი დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დაპირისპირების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა.
იხილეთ ასევე: