
სუდანიდან შეერთებული შტატების დიპლომატიური პერსონალის ევაკუაცია დასრულდა. ამის შესახებ პრეზიენტმა ბაიდენმა ისაუბრა: "დღეს, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის ჯარმა აშშ-ის სახელმწიფო პერსონალის ხართუმიდან გამოყვანის ოპერაცია ჩაატარა".
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი თქვა, რომ სუდანიდან შეერთებული შტატების დიპლომატიური პერსონალი და მათი ოჯახის წევრები გამოიყვანეს, დედაქალაქში საელჩოს მოქმედება კი "დროებით შეჩერდა".
ბოლო 24 საათი სუდანის დედაქალაქისთვის შედარებით მშვიდი იყო, ხართუმში თითქმის არ ისმოდა აფეთქებებისა და სროლის ხმა. სუდანში მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო. ორი დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დაპირისპირების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა.
იხილეთ ასევე: