კორუფცია და კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში | "ოცნება" კონსტიტუციის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" არათუ არ ემიჯნება სასამართლო ხელისუფლებაში კლანურ მმართველობას, და არათუ აღიარებს იმას, რომ ქართული მართლმსაჯულება პოლიტიზირებული და პრობლემურია, არამედ მზად არის ამ კლანის დასაცავად კონსტიტუციის წინააღმდეგაც კი წავიდეს.

გასულ კვირას მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში სამგზის უარყო ქვეყნის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. რომელიც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას უკავშირდება. ეს უმაღლესი საგამოძიებო ინსტურმენტია, რომლის შექმნის საშუალებასაც წარმომადგენლობითი უწყება იძლევა, და რომელიც ყველაზე უფრო საჭირბოროტო საკითხებზე იქმნება ხოლმე. მაგალითად აგვისტოს ომის საგამოძიებო კომისია, რომელმაც რუსეთის დანაშაულები გამოიძია და რაც ჰააგამაც დაადასტურა. მაგალითად ხორავას ქუჩის მკვლელობის საგამოძიებო კომისია, რომელმაც ამ საქმეში არხებული ხარვეზები და მიკერძოებული მართლმსაჯულება გამოააშკარავა.

ამჯერად თამასა კიდევ უფრო მაღლაა. ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე, დადასტურებულ კლანურ მმართველობაზე და იმაზე, რომ ამ პრობლემის მოუგვარებლობა შესაძლოა ჩვენს ქვეყანას ევროპულ მისწრაფებებზე უარის თქმად დაუჯდეს. ამგვარი საგამოძიებო კომისიის შექმნა უდავოდ უნდა იყოს ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსის ინტერსებში. თუ კლანი არ არსებობს, და ამერიკა უსამართლოდ ასანქცირებს ვინმეს - მაშინ ყველაზე უპრიანი ხომ ყველაფრის ამომწურავად გამოძიება იქნებოდა.

თუ კლანური მმართველობა ნამდვილად არის და სასამართლოსთან ერთად ჩვენს ევრომისწრფაებებსაც ანგრევს - ამ საკითხსაც სასწრაფოდ უნდა გაეცეს პასუხი. მაგრამ ამ შემთხვევაში სახელისუფლებო პარტიამ ბოიკოტის ტრაგიკომიკური გზა აირჩია და ამ არჩევანით ფარდა ჩამოხსნა სასამართლო რეფორმის ილუზიას, რომ სასამართლო დღეს "ოცნების" პოლიტიკურ დღის წესრიგს ექვემდებარება.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი