ვლადიმერ კარა-მურზა... | პუტინის რეჟიმის სინდისის პატიმარი

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საქართველოში გადმოტანის მცდელობა მხოლოდ ერთი თავი იყო დიქტატურის იმ სახელმძღვანელოდან, რომელიც კრემლში წლების წინაა შემუშავებული და რომლითაც პუტინის რეჟიმმა ბოლო 20 წლის განმავლობაში სამოქალაქო აქტივიზმი და დემოკრატიის იდეა ჩანასახშივე მოსპო. ამ სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ადგილი სწორედ პოლიტიკურ პატიმრებსა და კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების სამაგალითოდ დასჯას შეეხება.

გასულ კვრას რუსეთის სასამართლომ აბსურდული ბრალდებით 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ რუს ჟურნალისტს, ვლადიმირ კარა-მურზას. როცა მუქარამ და ორგზის მოწამვლამ ის ვერ გააჩუმა, პუტინმა ის უბრალოდ ციხეში გამოკეტა. სწორედ ისე, როგორც ეს "ქართულმა ოცნებამ" ამჯერად უკვე მისი მისამართით კრიტიკული ჟურნალისტისა და ყველაზე ხმამაღალი ოპონენტის, ნიკა გვარამიას შემთხვევაში გააკეთა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი