
ისტორიაში პირველად, ლიეტუვა სატესტო რეჟიმში რუსეთის ელექტროქსელიდან 10 საათით მთლიანად გაითიშა. ამ დროის განმავლობაში ქვეყანა საჭირო ელექტროენერგიას ადგილობრივი ელექტროსადგურებიდან, პოლონეთიდან და შვედეთიდან იღებდა.
ლიეტუვამ გასულ წელს რუსეთიდან ენერგოიმპორტი მთლიანად შეაჩერა. თუმცა, ესტონეთისა და ლატვიის მსგავსად, ის ჯერ კიდევ არის სინქრონიზებული ელექტრო ქსელის ნაწილი რუსეთთან და ბელარუსთან.
ბალტიის ქვეყნები გეგმავდნენ რუსული ქსელის დატოვებას 2025 წლისთვის, მაგრამ ეს შეიძლება უკვე მომავალ წელს მოხდეს, თუ ტესტირება კარგად ჩაივლის, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა.