აქამდე არ გვინახავს ისეთი რამ, რაც ჩვენს ოპტიმიზმს წინ წაწევდა, ბურთი საქართველოს მოედანზეა - ლანდსბერგისი

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან რეფორმების გატარების კუთხით ბევრი კითხვა ექნებათ. 

როგორც ლანდბერგისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ლიეტუვა რჩება საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების ერთგული და რომ ბურთი საქართველოს მოედანზეა.

"საქართველოს მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობა, რომ წარადგინოს რეფორმები. მჯერა მას ბევრ შეკითხვას დაუსვამენ. ჩვენ აქამდე არ გვინახავს ისეთი რამ, რაც ჩვენს ოპტიმიზმს წინ წაწევდა. 

როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით ლიეტუვაში, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩვენ ერთგულები ვრჩებით საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისკენ მიმავალი გზის მიმართ. ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა, მათ უნდა ითამაშონ," - თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 24 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხდომას გამართავენ, სადაც ისინი იმსჯელებენ უკრაინაზე, სიტუაციაზე სუდანში, მოლდოვაში, ჩინეთში და ლიბანში. ამასთან ერთად, მინისტრებს სამუშაო ლანჩი ექნებათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი