საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

გამოქვეყნდა:

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს თავდაცვის მინისტრებმა აზერბაიჯანში გამართული შეხვედრის ფარგლებში მოაწერეს ხელი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის საერთაშორისო სწავლებისა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა. 

"საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკაზე, რაც ადასტურებს მზაობას, კიდევ უფრო გამყარდეს კავშირები ქვეყნების და რეგიონის საკეთილდღეოდ.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა. საუბარი შეეხო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას," - წერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 

უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი