"ღმერთის წინაშე შემიძლია განვაცხადო, რომ არ მსმენია, ვინმე ჩარეულიყო სასამართლო ხელისუფლებაში..." | ოდიშარია

გამოქვეყნდა:

 "ღმერთის წინაშე შემიძლია განვაცხადო, რომ არ მსმენია, ვინმე ჩარეულიყო სასამართლო ხელისუფლებაში..." - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბრობს. 

"რატომ უნდა ჩავრიოთ სასამართლო ხელისუფლებაში ეს მავნებელი პოლიტიკური ძალები და რატომ უნდა შევქმნათ ვითარება, რომ სასამართლოს, დამოუკიდებელ შტოს შეექმნას საფრთხე. მე ჩემს სიმართლეს გეუბნებით, ღმერთის წინაშე შემიძლია განვაცხადო, რომ არც მე და არც ჩემი კოლეგების ირგვლივ არ მსმენია, ვინმე ჩარეულიყო სასამართლო ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ცუდი არაფერი ხდება სასამართლოში? - გეუბნებით, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი" - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ითხოვს შეიქმნას მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, თუმცა კომისიის შექმნის მოთხოვნა "ქართულმა ოცნებამ" საამჯერ ჩააგდო და ამით სანქცირებულ მოსამართლეებს სოლიდარობა გამოუცხადა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი