
საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ გამოხმაურებია, საფრანგეთში ჩინეთის ელჩის განცხადებას, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ევროპარლამენტრებმა გააპროტესტეს. ჩინელი დიპლომატის სკანდალურ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ პეკინი პატივს სცემს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. მაო ნინმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და მას შემდეგ სუვერენიტეტის პრინციპებს მკაცრად იცავს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა ლუ შაიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს საერთაშორისო სამართალში ეფექტური სტატუსი არ გააჩნიათ, რადგან არ არსებობდა საერთაშორისო შეთანხმება მათი, როგორც სუვერენული ქვეყნების სტატუსის განხორციელებისთვის.