სუდანში დაპირისპირებულები 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - აშშ-ის სახ.დეპი

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივანის, ანტონი ბლინკენის განცხადებით, სუდანში არმია და გასამხედროებული "სწრაფი მხარდაჭერის ძალები" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მისი განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში 24 აპრილის შუადღიდან შევა და 72 საათი გაგრძელდება.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნა ბოლო 48 საათის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ.

"აშშ მოუწოდებს SAF-ს და RSF-ს, დაუყოვნებლივ და სრულად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტა", - თქვა ბლინკენმა.

ორშაბათს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში "სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა" განაცხადა, რომ დათანხმდა ზავს, იმისთვის, რომ გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ხელი შეუწყოს მოქალაქეების გადაადგილებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი